Skip to content

Repository files navigation

Angular Guide - ანგულარის (არაოფიციალური) ქართული გზამკვლევი

ეწვიეთ წიგნის ვებსაიტს

ვებსაიტი არის სტატიკურად გენერირებული 11ty-ის დახმარებით.

კონტრიბუცია

თუ გსურთ წიგნში რაიმე ხარვეზების ჩასწორება ან ახალი თავების დამატება, შეგიძლიათ დაფორკოთ ეს რეპოზიტორია და გამოგზავნოთ pull request-ები. თქვენი სახელი და ლინკი (სურვილისამებრ) დაამატეთ კონტრიბუტორების სიაში (src/articles/misc/contributors.md).

თითოეულ თავს გააჩნია თავისი ფოლდერი src/articles-ში, სადაც შესაძლებელია ფაილების ქვეთავებად განაწილება. რათა ახალი სტატიები სარჩევში გამოჩნდეს, საჭიროა მისი სათანადო ფაილების მისამართების მითითება src/includes/partials/summary.md-ში (.html დაბოლოებებით, .md-ს მაგივრად).

გაითვალისწინეთ, რომ პროექტი იყენებს PNPM-ს პაკეტების მენეჯმენტისთვის და არა NPM-ს.

დიაგრამები

დიაგრამებისთვის ```mermaid ბლოკს ვიყენებთ. ის ბილდის დროს SVG-დ რენდერება (util/mermaid.js), ანუ mermaid-ის ბიბლიოთეკა ბრაუზერში არ იტვირთება და დიაგრამები მუშაობს ჯავასკრიპტის გარეშეც და ბეჭდვისასაც.

თითოეული დიაგრამა ორჯერ რენდერება — ბნელი და ნათელი თემისთვის — და გვერდზე ორივე ვარიანტი ხვდება; საიტი შესაბამის CSS აჩენს.

  • დიაგრამის კოდში theme ან themeVariables არ მიუთითოთ (%%{init: ...}%%), თორემ ორივე ვარიანტი ერთნაირი გამოვა. ფერები src/styles/tokens.css-იდან მოდის ავტომატურად.
  • თუ დიაგრამის სინტაქსი მცდარია, ბილდი ჩავარდება და ხარვეზიან ფაილზე მიგვითითებს.

დიაგრამის დამატება ან შეცვლა

დარენდერებული SVG-ები diagrams/ ფოლდერშია და რეპოზიტორიაშივე ინახება. ეს აუცილებელია: საიტი Cloudflare-ზე ბილდდება, სადაც Chromium არ არსებობს, ანუ დეპლოის ბილდს დიაგრამის დახატვა არ შეუძლია — მხოლოდ უკვე დახატულის გამოყენება.

pnpm run diagrams

მხარდაჭერა

პროექტის მხარდაჭერა შეგიძლიათ ფულადი შემოწირულობით.

ლიცენზია

Creative Commons License
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

About

Angular-ის ქართული არაოფიციალური გზამკვლევი

Topics

Resources

Stars

9 stars

Watchers

1 watching

Forks

Contributors

Languages